"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.
,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
,, Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- ყოველთვიურ ბონუსს;
- ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;
- კვებაზე 50%-იან ფასდაკლებას;
- მგზავრობის თანხის უზრუნველყოფას;
- ლოიალობის ბონუსს ( ნამუშევარი პერიოდის მიხედვით);
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის შესყიდვა და უკან დაბრუნება;
** მომწოდებელთან შეკვეთების ფორმის დროული მომზადება და მათთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი;
** სალაროს წარმოების კონტროლი;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზში საოპერაციო პროცესების კონტროლი;
** პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან ურთიერთობა;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** თავაზიანი;
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!