ფრენჩაიზის განვითარების მენეჯერი
20-04-2026 - 11-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.

 ,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.

 

 ,,Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას ფრენჩაიზის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  1. განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას;
  2. მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  3. ყოველთვიურ ბონუსს;
  4. Fitpass-ის ლოალობს პროგრამაში ჩართვას;
  5. ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას (კომპანიის დაფინანსებით);
  6. პარასკევს მოკლე სამუშაო დღეს;
  7. ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას(ქ.რუსთავი, მეტროსადგური ავლაბარი და სამგორი);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება ( იგულისხმება მცირე ზომის, დამოუკიდებელი სასურსათო მაღაზიები);
  • სავაჭრო ობიექტის მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება და დაინტერესება;
  • კომერციული პირობების შესახებ დეტალურად ინფორმირება და შეთანხმება;
  • შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების  გაფორმების და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • ქსელის გაფართოების გეგმის მომზადებაში აქტიური ჩართულობა და ინიციატივების წარდგენა;
  • ახალ ობიექტთან აქტიური კომუნიკაცია კომერციული, საოპერაციო და სერვისის გაიდლაინების გაზიარების მიზნით;
  • შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებულად მუშაობის უზრუნველყოფა;

 

ძირითადი მოთხოვნები:
 

  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების   მიმართულებით;
  • აუცილებელია FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება;
    სასურველია საოფისე პროგრამების (MS Excel, Word, PPT) ცოდნა;  
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • მოტვირებული და შედეგზე ორიენტირებული;
  • თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • ინიციატივიანი და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ (ორშ-ხუთშ); 09:00-14:00 (პარასკევი);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ.N40;

 

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!