მაღაზიის ადმინისტრატორი - სარფი
15-05-2026 - 15-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.

 ,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.

 

 ,, Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას  მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე სარფში.

 

 ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;
  • კვებაზე 50%-იან ფასდაკლებას;

 

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვა და უკან დაბრუნება;

** მომწოდებელთან შეკვეთების ფორმის დროული მომზადება და მათთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; 

** მაღაზიაში პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი;

** სალაროს წარმოების კონტროლი;

** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;

** სავაჭრო დარბაზში საოპერაციო პროცესების კონტროლი;

** პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;

** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;

** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან ურთიერთობა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);

** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფად ადაპტაციის უნარი;

** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

** ორგანიზებული;

** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;

** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;

** თავაზიანი;

 

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<