"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.
,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
,, Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე სარფში.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;
- კვებაზე 50%იან ფასდაკლებას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის პერსონალის საქმიანობის კოორდინირება და გამართულად მუშაობის კონტროლი;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი და მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა;
** პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი;
** სალარო ოპერაციების კონტროლი;
** მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** მაღაზიაში ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი;
** სააქციო პროდუქციის სწორად განლაგების და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სუპერმარკეტში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა 1C ცოდნა (სასურველია);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტიანი კუმუნიკაციის უნარი;
** ყურადღებიანი და თავაზიანი;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!