"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.
,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითრებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
,, Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ჩვენ გთავაზობთ:
- შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- ყოველთვიურ ბონუსს;
- ლოიალურობის ბონუსს (ნამუშევარი პერიოდის მიხედვით)
- ანაზღაურებას სტაჟირებას პერიოდში;
- კვებაზე 50%იან ფასდაკლებას;
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად;
- სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
- სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
- პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება არ არის აუცილებელი (გამოცდილი მენტორები უზრუნველყოფენ კანდიდატისთვის პროცესების ადგილზე შესწავლას).
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!